დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შექმნის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შექმნის მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელობას ილონ მასკი დათანხმდა.

„მე შევქმნი მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც დაევალება მთელი ფედერალური მთავრობის სრული ფინანსური და ოპერატიული აუდიტის ჩატარება, ასევე ყოვლისმომცველი რეფორმების რეკომენდაციების შემუშავება. როგორც უპირველესი პრიორიტეტი, ეს კომისია ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას თაღლითობისა და არასწორი გადახდების სრულად აღმოსაფხვრელად. ეს დაზოგავს ტრილიონ დოლარს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები