პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფინალში უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან  დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალი გახლდათ – ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

მსგავსი თემები