“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ერთ ტერიტორიას სხვებზე არ გაცვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.

უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ეს ოპერაცია ქვეყანას აძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიას სხვებზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები