“უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია”- იენს სტოლტენბერგი

“უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება ვითარება მომავალში.

“მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ საჭირო რთული არჩევანი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განალაგონ საკუთარი ძალები და ომის რა სახეობაა შესაბამისი ამ ვითარებაში” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნი ამბობს,რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორი მანძილის რაკეტების მეშვეობით, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებამდე წვდომა აქვთ.

“მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ბევრმა ქვეყანამ ასეთი შესაძლებლობა მისცა, ხოლო ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ გააჩნიათ შეზღუდვები, ისინი შეასუსტე რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები