„იმდენად კარგი მამა ჰყავდა, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო“-გია ვოლსკი ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე

“ლაშა ბაქრაძის ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე.

„ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია. თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მისი ინტელექტით და მისი დამოკიდებულებით ქალების მიმართ“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბაქრაძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა:„ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

მსგავსი თემები