„განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა“- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. ფეხბურთელებმა რამდენიმე ვარჯიში უკვე ჩაატარეს. როგორც ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ამბობს, განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა

“როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ”- განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

მსგავსი თემები