“არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა”- თბილისში ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მე-3 რაიონული სამსახურის 1702 ბრიგადის მისვლისას პაციენტი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცი ტელეფონზე საუბრისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარება მისმა მეუღლემ გამოიძახა. ექიმების მისვლისას მამაკაცს არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა. დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსაცია და სუნთქვა აღდგა. მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი, ხოლო პაციენტი კონტაქტური გახდა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, სტაბილური მდგომარეობით ბრიგადის მიერ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზებული.

გვეამაყება: ექიმი – ლიანა ხუბულური, უმცროსი ექიმი – ენრი მიქელაძე, მძღოლი – ნოდარ მუზაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

 

მსგავსი თემები