,,ის ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში”- მალიუკი პუტინზე

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ვასილ მალიუკის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინს ან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში.

მალიუკის თქმით, უშიშროების სამსახურმა სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, შექმნა მტკიცებულებების „უნიკალური საგანძური“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.

,,ის(პუტინი) ამპარტავანი გახდა. ის მოხუცი ბაბუაა ბუნკერში. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და საბოლოოდ ორი ვარიანტის წინაშე აღმოჩნდება. ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი სადღაც ბუნკერში ალტაიში,”- განაცხადა მალიუკმა.

 

მსგავსი თემები