ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარეგანათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი თემები