თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა

თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, ბულგარეთის მოქალაქე კუშადასში, სასტუმროში ისვენებდა, სადაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და დებოში ატეხა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს თანამშრომლებმა ტურისტს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, სიტუაცია გამწვავდა და ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც სასტუმროს დაცვამ ის დააკავა და ხელბორკილები დაადო.

ცოტა ხანში ტურისტი უგონოდ დაეცა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ სასტუმროს 14 თანამშრომელი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები