თბილისში, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრების გამოყვანის პროცესი დაიწყო. ხალხი მეორე მატარებელში გადაჰყავთ. მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. ფეიქრების მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები