,,ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ უნგრეთი, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არ იქცევა ისე, როგორც დასავლური ქვეყნების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში.

,,სამწუხაროდ, ამ საკითხში ორბანმა ნამდვილად დაიწყო თამაში მოწინააღმდეგე გუნდში,” – თქვა მან.

ჟურნალისტებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხეს, რატომ არ შეუძლია ევროკავშირს მოიმოქმედოს რაიმე, რაზეც ცაჰკნა პასუხობს, რომ ევროკავშირს ,,კიდევ შეუძლია რაღაცის გაკეთება”.

,,დაწყებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებას. არ მჯერა, რომ ეს მოხდება, რადგან ამას 26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაინც გვინდა, რომ უახლოეს მომავალში შევქმნათ სიტუაცია, სადაც 21 ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ამ პროცესში”, – განმარტა მან.

მსგავსი თემები