ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. დაღუპულია 2 ადამიანი. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები