“დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ”- წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის დარჩელის შტაბში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეურაცხყოფას მიმართავდნენ.

“ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა: “დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო”“- წერს წითლიძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მსგავსი თემები