საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგ ეტაპს იწყებს

საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგი, 70-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10; 558 65 11 59 593 46 45 71”-ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები