თურქეთში ტურისტის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, მუგლას კურორტულ ზონაში რუსი ტურისტის, ნატალია სომოვას ცხედარი იპოვეს. მას 14 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ჯერ ქალის ტელეფონი იპოვეს, რომელიც კლდის კიდესთან იდო, შემდეგ კი ზღვის სანაპიროსთან გარდაცვლილის ცხედარიც აღმოაჩინეს. ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქე 17 აგვისტოს გავიდა სასტუმროდან სასეირნოდ და დაიკარგა, ის 19 აგვისტოს სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახის წევრები სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და ქალის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიციისა და მაშველების გარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართულები.

მსგავსი თემები