ოლაფ შოლცი გერმანიაში რეგიონული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს

ოლაფ შოლცი რეგიონული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ამ შედეგებს არ უნდა შეეგუონ, რადგან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყანას ზიანს აყენებს, ეკონომიკას ასუსტებს, საზოგადოებას კი ორად ყოფს.

„ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ამასთან შეგუება და ამას არ უნდა მიეჩვიოს“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თიურინგიაში ულტრამემარჯვენე პარტია იმარჯვებს, ოლაფ შოლცის პარტია კი მარცხდება.

მსგავსი თემები