,,უკან ჰქონდა ხელები შეკრული, ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს” – ქარელში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი მოკლეს. ზღუდერის მცხოვრებლებს დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ.

,,ჩემ ხელში გაიზარდა, საკუთარი შვილივით გავზარდე, როგორ არ მეტკინება. არაფერი დაუშავებია ამ ბავშვს. ქეიფობდნენ სუფრაზე, გამოვიდა და დახვდა. ჩხუბი მოუვიდათ. კი იჩხუბეს მაგრამ, ან ხელი დაარტყი, ან სიტყვიერად გაარჩიეთ. ასე სასიკვდილოდ? ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი. გავიგე რომ უკან ჰქონდა ხელები შეკრული, რომ ვერ დასძალეს მერე შეუკრეს. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს, მუხლები დასხვეპილი ჰქონდა, სულ ტალახშია ნაგორავები, თავი დარტყმული აქვს”, – აცხადებს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.

დანაშაულში ბრალდებულები დაკავებული არიან, მათ  სახლს ამ დრომდე იცავს პოლიცია. ძმები მედოშვილებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

მსგავსი თემები