ბელგოროდის ოლქში თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გლადკოვის ინფორმაციით, დაზიანდა 14 მრავალსართულიან სახლში მდებარე 22 ბინა, სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ნამსხვრევებით დაზიანდა 21 ავტომობილი. ასევე დაზიანდა რვა კერძო სახლი.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება.

 

 

 

მსგავსი თემები