გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი ჩამოართვეს

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდით მოიპოვა, შედეგი გაუქმეს და მედალი ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს.

ამჟამად ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული, ვიცე-ჩემპიონად – ირანელი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორად – პოლონელი პარამძლეოსანი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორია მომხდართან დაკავშირებით ქართული დელეგაციის რეაქცია.

 

მსგავსი თემები