თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

ორეგონის შტატში, ფერვიუში, საშუალო ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ორადგილიანი თვითმფრინავი Cessna 421C ტრაუტდეილის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმხილველის თქმით, თვითმფრინავი ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლებს.

ავიაკატასტროფის შემდეგ, საჭირო გახდა რაიონის ევაკუირება. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი 4 სახლზე გავრცელდა. მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი დაშავებულები ან გარდაცვლილები, ჯერ ვერ იპოვეს. ადგილზე მყოფ ადამიანებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად Portland General Electric-ის 9 000 მომხმარებელი დაზარალდა.

 

მსგავსი თემები