“ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს”- გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 6 ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს.

„დღევანდელი ტრაგიკული ამბები არის დამანგრეველი შეხსენება იმისა, რომ ყველა მძევალი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – წერს გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები