“რუსეთი უკვე პასუხობს კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე”- პესკოვი

„რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, – აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებს.

 

მსგავსი თემები