ქართველი წყვილი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატი 31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში გაიმართა.  სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში საქართველომ უკვე მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

საფინალო შედეგი ასე გამოიყურება:
1 საქართველო
2 ამერიკის შეერთებული შტატები
3 ბულგარეთი
4 გერმანია
5 გერმანია
6 ჩეხეთი

წყვილი 2023 წელს გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გახდა საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი, მათ ასევე მოიპოვეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული.

 

მსგავსი თემები