მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი და კიდევ ორი მებრძოლი

ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ქალაქ ჯენინში, ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“-  ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.

მსგავსი თემები