აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი და მისი ძმა დაიღუპნენ

აშშ-ში, ჰოკეის ვარსკვლავი ჯონი გოდროსი ძმასთან ერთად დაიღუპა. სპორტსმენს და მის ძმას, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა.

CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა მათი დის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სადაც ძმები მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ.

სპორტსმენის გუნდმა Columbus Blue Jackets-მა, ჯონი გოდროს გარდაცვალება წარმოუდგენელ ტრაგედიად შეაფასა.

მსგავსი თემები