ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – მანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ,,აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი” წერს, რომ დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი მედიასთან ამბობს, მოზარდი ამ ეტაპზე კონტაქტურია. ქალი კი უგონო მდგომარეობაში იყო და ბათუმში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები