“ჩვენ გვაქვს საკუთარი პოლიტიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ პოლიტიკას აზუსტებს. ლავროვის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები კარგად არიან ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი სამხედრო პოლიტიკა, მათ შორის, პოლიტიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ამჟამად ზუსტდება და ამერიკელი წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ამის შესახებ“ – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, შანტაჟის ტოლფასია კიევის მოთხოვნა, მიეცეს უფლება შორ მანძილზე მოქმედი დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.

 

მსგავსი თემები