,,სექტემბერში, ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ, მას გადავცემ ჰარისსა და ტრამპსაც” – ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომის დასრულების, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის გადასცემს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.

ზელენსკის თქმით, ფიქრობს, რომ გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს სექტემბერში წარუდგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია მისცემენ თუ არა უკრაინას მას, რასაც ეს გეგმა მოიცავს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში, ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.

ამის შესახებ მან ფორუმ ,,უკრინა 2024. დამოუკიდებლობა-ს” ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის ჰკითხეს, მართლაც ჩაიშალა თუ არა კატარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებები კურსკში შეტევის გამო,

აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს უნდა გაეგზავნათ დელეგაციები კატარში, რათა მიეღწიათ საეტაპო შეთანხმებისთვის ორივე მხარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დასრულების შესახებ.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ მოლაპარაკებები ონლაინ გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოპერაცია არ არის დაკავშირებული სამშვიდობო ფორმულის არცერთ პუნქტთან, არამედ დაკავშირებულია სამშვიდობო სამიტთან, რადგან ეს არის “უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტი”.

,,ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია დავასრულოთ ომი. კურსკის ოპერაცია ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპია”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმითვე, გეგმა ასევე მოიცავს დამატებით ნაბიჯებს დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტზე, მათ შორის მძლავრ პაკეტს, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით.

მსგავსი თემები