„უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“ – მეზობლის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მეზობელი 50-მდე ჭრილობით მოკლა და ლიფტს ცეცხლი წაუკიდა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მკვლელობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ის მოსამართლისგან ითხოვდა, სამუდამო პატიმრობა არ მიესაჯათ.

ბრალდებულმა ემილ ნალიევმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მამაკაცი მაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

„ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“, – მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.

შემთხვევა მარტს მუხიანში მოხდა. 64 წლის მამაკაცი  ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა,  ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი თემები