მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რო­გორც ,,ეხოკავკაზას” მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მას შემ­დეგ რაც ცხე­და­რი აღ­მო­ჩინეს, ქარ­თულ­მა მხა­რემ სამ­ხრეთ ოსელ კო­ლე­გებს ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფორ­მატ­ში აც­ნო­ბა და გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, გა­უ­ჩი­ნარ­და თუ არა ვინმე სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ამ დროისთვის, ინფორმაციის გადამოწმება ხდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთში დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება, ვადიმ აჯიევი. კაცი მიმდინარე წლის მაისში გაუჩინარდა.

მსგავსი თემები