მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ,,ეხოკავკაზას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მას შემდეგ რაც ცხედარი აღმოჩინეს, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსელ კოლეგებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში აცნობა და გამოითხოვა ინფორმაცია, გაუჩინარდა თუ არა ვინმე სამხრეთ ოსეთში. ამ დროისთვის, ინფორმაციის გადამოწმება ხდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთში დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება, ვადიმ აჯიევი. კაცი მიმდინარე წლის მაისში გაუჩინარდა.