ილონ მასკის შეფასებით, კომპანია Meta-ზე ზეწოლა აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილს ზეწოლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს.

პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და მის შეზღუდვას.

მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს.

მსგავსი თემები