ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა

კვირას, კაიროში გამართული მოლაპარაკებები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დისკუსიები გაგრძელდება უახლოეს დღეებში. მისივე ცნობით, გუნდები დარჩნენ კაიროში დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად.

,,უმაღლესი დონის მოლაპარაკებები კაიროში ბოლო დღეებში, მათ შორის ჰამასის და ისრაელის წარმომადგენლებთან, იყო კონსტრუქციული და წარიმართა ყველა მხარის სულისკვეთებით, რათა მიაღწიონ საბოლოო და განხორციელებად შეთანხმებას”, – თქვა CNN-ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

,,ჰამასმა” განაცხადა, რომ არ დათანხმდება წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს დარჩენილი უთანხმოების გადალახვას, ჯგუფი ამბობს, რომ დათანხმდება მხოლოდ იმ გეგმას, რომელსაც ადრე მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

წყარო არ აკონკრეტებს რას ეხება გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ CNN წერს, რომ ისრაელის ძალების ყოფნა ფილადელფის დერეფანში, ეგვიპტესთან საზღვრის გასწვრივ ხმელეთის საკვანძო ზოლში, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ სადავოა.

მსგავსი თემები