რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
,,ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს”, – ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ რომან ბუსარგინს.
სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეასკდა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა ნამსვრევებმა ოცი მანქანა დააზიანა.