„ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს“- თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, ბაიდენის დავალებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავის ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ.

„ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვიმუშავებთ რეგიონში სტაბილურობისთვის“ – განაცხადეს თეთრ სახლში.

პენტაგონშიც, ასევე, ამბობენ, რომ მზად არიან, ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭირონ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა, ხოლო ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განახორციელა.

 

მსგავსი თემები