,,როგორც კი აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება ქვეყანას დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე” – პრემიერი

,,როგორც კი აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება ქვეყანას დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ რა ბედი ელის „ნაცმოძრაობის“ მანდატებს პარტიის აკრძალვის შემთხვევაში.

„მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტი დარჩება დემოკრატიული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ერთპარტიული პარლამენტი ხელს ევროინტეგრაციას და მაგალითად მოლდოვა მოიყვანა, სადაც მისი თქმით, პარლამენტი დღეს პრაქტიკულად ერთპარტიულია, „მაგრამ არავინ საუბრობს ამაზე“.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანაში ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს.

მსგავსი თემები