საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ. როგორც ახლობლები ამბობენ, აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ კვეთს ჩანთით და საბუთით ხელში რომან ძირკველიშვილი საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზონას, ამის შემდეგ კი კვალი იკარგება.

მათივე ცნობით, გამოკითხეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ძირკველიშვილი საზღვრამდე მიიყვანა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა, თუმცა 13 აგვისტოს შემდეგ, მას ვერ პოულობენ.

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11

მსგავსი თემები