კრასნოდარში, პორტ ,,კავკაზში”, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ ,,კავკაზში”, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა. ინფორმაციას უცხოური მედია კრასნოდარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა.

შეგახსენებთ, რომ პორტი ,,კავკაზი” ქერჩის ხიდთან მდებარეობს. ბორანზე დარტყმის გამო, ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

მსგავსი თემები