ვის შეუძლია დაესწროს ქორწინების რეგისტრაციის რიტუალს? – მინისტრის ბრძანება

15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებსა და ფოტოგრაფს ექნებათ. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის №543-ე ბრძანებაში. 

“სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა,” – აღნიშნულია ბრძანებაში.

მსგავსი თემები