რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა.

მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები