კამალა ჰარისი ოფიციალურად დასახელდა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, კამალა ჰარისი ოფიციალურად დასახელდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლზი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ჰარისის კონკურენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპია.

მსგავსი თემები