,,არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაპირველად მან ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა უკრაინისა და ნატო-ს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე.

„არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენი შეეხო ისრაელსა და ღაზას შორის ომსაც. მისი თქმით, დაუღალავად მუშაობს, რათა მის მიერ ახლო აღმოსავლეთისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მიღებული იყოს ყველა მხარის მიერ, კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად.

„ჩვენ დღე და ღამ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო ომი და გავაერთიანოთ მძევლები თავიანთ ოჯახებთან, დაუყოვნებლივ გავზარდოთ ჰუმანიტარული, საკვები დახმარება ღაზაში, რათა დავასრულოთ პალესტინელი ხალხის ტანჯვა, ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტასა და დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა ბაიდენმ სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები