ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტილგბტ კანონს ხელი მოაწერა

ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ბულგარულ სკოლებში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად.

ევროაქტივის“ მიხედვით, კანონპროექტი ინიცირებული იყო რადიკალური პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ მიერ და მხარდაჭერილი იქნა GERB-ისა და ასევე პრორუსული მემარცხენე პარტიის, BSP-ის მიერ. ის პარლამენტმა ორი მოსმენით, დაჩქარებული წესით, ერთ დღეში მიიღო და ახლა, პრეზიდენტის თანხმობით, ძალაში შედის.

ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხება „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“, ჩაითვლება „პროპაგანდად“.

კანონი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

მსგავსი თემები