უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ძლიერი დარტყმა რუსების ლოგისტიკისთვის, იმ ძალებისთვის რომლებიც მდინარესა და უკრაინის საზღვარს შორის არიან განლაგებული. ახლა მათი მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი. თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აღმოჩნდებიან ალყაში. ალყაშიმოქცეული ტერიტორიის მიახლოებითი ფართობი იქნება თითქმის 700 კვ.კმ.

Z-სამხედრო კორესპონდენტმა რომანოვმა განაცხადა, რომ „სიტუაცია საშიშია და მოითხოვს რილსკის და ლგოვის ევაკუაციას, სანამ გვიან არ არის“.

მსგავსი თემები