რუსეთის პრიმორიეს მხარეში 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებშია ჩარჩენილი, საავადმყოფოები, სახლები და სავაჭრო ცენტრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“სრული ჩაქრობა ვლადივოსტოკში. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. ათობით ადამიანი რჩება ლიფტებში ჩარჩენილი“ – წერს „ტელეგრამ“ არხი SHOT-ი.

რუსეთის ხელისუფლება შედეგების ერთ საათში აღმოფხვრის დაპირებას იძლევა.

 

მსგავსი თემები