რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები აიღეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები, ჟელანოე და ორლოვკა დაიკავეს. სადამკვირვებლო პროექტის, „დიფ სთეითის“ მონაცემებით ,რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ნიუ-იორკის, ნიკოლაევკის, ჟურავკის და კრასნოგოროვკის მიმართულებით.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით.

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ  რუსეთის არმიას აქვს მცირე წინსვლა პოკროვკსი მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ფრონტის ხაზზე 153 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მსგავსი თემები