„ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა“- ლაშა გურული მიმართვას ავრცელებს

“არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ“- წერს მოკრივე, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული სოციალურ ქსელში. გურულის თქმით, გულშემატკივრების მხრიდან ეს ემოცია ჩემპიონობაზე უფრო მეტია.

“არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა ! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ.  მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს ! ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა.

მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი“- წერს ლაშა გურული.

 

მსგავსი თემები