საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები