თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ.

„დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს“- აცხადებენ შსს-ში.

 

მსგავსი თემები